ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის განკარგულებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მინისტრები" ვალდებულნი არიან პირადად მიიღონ მოქალაქეები საჩუვრებისა და წინადადებების მოსასმენად. უკვე შედგენილია მიღების გრაფიკიც. ჩატარებულ შეხვედრებზე კი "მინისტრები" ვალდებულნი არიან ანგარიში პირადად ოს სეპარატისტთა ლიდერს ჩაბარონ.
თავად სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ ედუარდ კოკოითისა და ვადიმ ბროვცევის დაპირისპირება ახალ ფორმებს იძენს. როგორც ჩანს ედუარდ კოკოითმა წინასაარჩევნო ბრძოლისა და ბროვცევთან ბრძოლის გაერთიანება გადაწყვიტა. ამასთან ერთად კი მას იმის დემონსტრირევა სურს, რომ იგი ხალხზე ზრუნავს.
"ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითსა და მისი ე.წ. მთავრობის "პრემიერს" ვადიმ ბროვცევს შორის დაპირისპირება უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. სრულიად გასაგებია, რომ კონფლიქტის სხვა მიზეზი - ე.წ. პრეზიდენტსა და მოსკოვის მიერ დანიშნულ და ამავე მოსკოვის მიერ "პრეზიდენტად" აღიარებულ "პრემიერს" შორის გარდა ფულისა არ არსებობს. არადა ამ კონფლიქტშიც კი ყველაზე მთავაროა აჩვენო ხალხს შენი სუფთა აზრები.
აღსანიშნავია, რომ ივნისის შეხვედრაზე ამ ორ კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ბროვცევს და კოკოითს უთხრა თავი დაენებებინა მისთვის. ამავე დროს კოკოითს დაქვემდებარებული პარლამენტი მთავრობისადმი უნდობლობის ვოტუმს განიხილავდა, რომელიც საბოლოო ჯამში მიღებული მაინც ვერ იქნა", _ წერს ოსი ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ თებერვალში გამართულ ამავე ფორმატის შეხვედრაზე გაკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენის ახალიუ საინვესტიციო ეტაპი იწყება. კოკოითისათვის ახლა მნიშვნელოვანია ყველა დაანახოს, რომ იგი კვლავინდებურად რაღაცას წარმოადგენს.
„ედუარდ ჯაბეევიჩმა მთავრობასთან ბრძოლის ახალი ტაქტიკა შეიმუშავა. მისი მთავარი ელემენტი მედიის საშუალებით ხალხში გასვლაა პრემიერ-მინისტრ ბროვცევთან ერთად და იმავე პრემიერის თანდასწრებით ხალხზე ზრუნვა. ამასთან ერთად რაც შეიძლება აქტიურად უნდა ხდებოდეს, პრემიერის დაქვემდებარებული ადამიანების კრიტიკა. მაგალითად - მინისტრტები მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ანგარიშვალდებულნი პირადად პრეზიდენთან იქნებიან. ეს რა თქმა უნდა დარტყმაა პრემიერისათვის. სხვა სიტყვებით, რომ ითხვას - "თქვენ პრეზიდენტი არ გენდობათ, რადგანაც არ შეგიძლიათ მოქალაქეთა სწორი მიღების ორგანიზებაც კი", _ წერს ჟურნალისტი.