სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში სამხედრო ტაქტიკური წვრთნებისათვის მზადება სრული სლით მიმდინარეობს. გაზაფხულისათვის ოსი სეპარატისტები, რუსეთის საოკუპაციო ჯარის დახმარებით, ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნის ჩასატარებლად ემზადებიან.
რუსული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბებული ცხინვალის გარნიზონის წინაშე ამჯამად დგას ამოცანა აითვისოს სამხედრო ტექნიკა და შესაძლო საფრთხეზე უსწრაფესი რეაგირება ისწავლოს.
გაზაფხულზე დაგეგმილ სწავლებებზე მებრძოლებმა ცალკეული მობილური დანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოს დემონსტრირება უნდა მოახდინოს. ტაქტიკურ სწავლებებში პირველად მიღებს მონაწილეობას ოს სეპარატისტთა სადაზვერვო ბატალიონი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე რამდენიმე თვის წინ შეიქმნა.
რუსული ბაზის შეიარაღებაში უკვე შეტანილია სადაზვერვო კომპლექსი "დოზორი", რომლის სპეციალური სასწავლო კურსი ოსმა მზვერავებმა უკვე გაიარეს. ახლა უკვე უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის მართვა თითოეულ მათგანს შეუძლია.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, უმოკლეს დროში 10 თვის განმავლობაში ჩამოყალიბდა. "ახლა აქ კეთილმოწყობილი ქალაქია, რომელშიც კომფორტული ცხოვრებისათვის ყველა პირობა შექმნილია",_ იუწყება რუსული მედია.