უკანასკნელი მონაცემებით სეპარატისტული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში უკვე 5 000 ტონა მანდარინია გატანილი. ეს განცხადება აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა იური აკაბამ გააკეთა.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე აფხაზეთი რუსეთში 27 000 ტონამდე ციტრუსის გატანას აპირებს. აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ დღეისათვის აფხაზეთიდან რუსეთში ასევე გატანილია 2 000 ტონა ხურმა და 570 ტონა ფეიხო.