სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის პერსპექტივები.
"საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვისა და განათლებს სფეროებში სხვა და სხვა პროექტების განხორციელებას", _ იუწყება აფხაზური მხარე.