ხვალ, 23 მარტს, 17:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზენტაცია და წილისყრა.
საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგაში მონაწილეობას თბილისის 10 უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას. პრეზენტაციას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი სეფერტელაზე, სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საუნივერსიტეტო ფეხბურტის ლიგის პრეზიდენტი პაატა ბურჯალიანი, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეები დაესწრებიან.
მისამართი: ილ. ჭავჭავაძის 3, თსუ-ს მეორე კორპუსი, პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა