სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. წინაასაარჩევო მარათონის ფარგლებში გალის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში გეგმავს. ამისთვის მზადება წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა გალის აფხაზურ ადმინისტრაციას დაავალა, რომ ყველა სოფლიდან შეხვედრაზე 15 ადამიანი მაინც იყოს წარმოდგენილი. განსაზღვრულია მათი პროფესიებიც: პედაგოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და "ენგურჰესის" თანამშრომლები.
ამას გარდა, რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე წუხელ მანქანებში ჩასვეს და აიძულებდნენ გალში შეხვედრაზე წასულიყვნენ. მათ პასპორტებიც ჩამოართვეს და საბუთების დაბრუნებას მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ დაპირდნენ.