2011 წელს მთავრობა მნიშვნელოვან მიმართულებად ინფრასტრუქტურის მშენებლობას ასახელებს. ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა.
"საგზაო მაგისტრალები შენდება. ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო წელს. წელსვე დაიწყება ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების მშენებლობა. შარშან მოვრჩით გომბორის გზის მშენებლბას. დასრულებულია სამცხე-ჯავახეთის გზის მშენებლობაც. ადგილობრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაში 70 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდო.
იმავდროულად, "საქართველოს რკინიგზა" მნიშვნელოვან პროექტებს ავითარებს. ერთი არის თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული რკინიგზა, რომელიც მგზავრობის დროს 3 საათამდე შეამცირებს. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა ჯამში 700 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდება. თბილისის შემოვლითი გზის სარკინოგზო გზის მშნებლობა კი თბილისის ცენტრს გამოათავისფლებს.