ქვეყნის ხელისუფლება ევრობონდების მერე ემისიაზე ისევ ალაპარაკდა. როგორც დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, საქართველო ევრობონდების გამოშვებას იგივე მოცულობით გეგმავს, რაც პირველ ეტაპზე მოხდა.
"ევრობონდი ჩვენი საგარეო პორტფელის მხოლოდ 10 პროცენტია და ის უნდა დაიფაროს 2013 წელს, რაც ყოველწლიური ვალდების მომსაუხრებას საბიუჯეტო ხარჯებთან მიმართებაში 18 პროცენტამდე ზრდის, ხოლო ექსპორტთან მიმართებაში 15 პროცენტამდე.
თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ახალ ევრობონდს არ გამოუშვებს, ხოლო ჩვენი სტრატეგია კი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი ევრობონდი აუცილებლად გამოვუშვათ"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
კახა ბაინდურაშვილის თქმით კი ევრობონდების გამოშვების მეორე ეტაპზე, მათი ვადიანობა 7-10 წლამდე გაიზარდოს.