მთავრობის სურვილია, რომ ქვეყნის ვალი მშპ-ს 45 %-ს არ აღწევდეს. როგორც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რამოდენიმე წლის უკან, მშპ-სთან მიმართებაში ქვეყნის საგარეო ვალი 60 %-საც კი აჭარბებდა.
"2003 წელს ქვეყანაში მთლიანი ვალის მოცულობა მშპ-ს 60 პროცენტს აჭარბებდა და დაახლოებით 65 პროცენტს აღწევდა. მას შემდეგ ჩვენ ვამცირებდით სახელმწიფო ვალს, თუმცა ბუნებრივია გვქონდა კრიზისის დრო.
გვინდა, რომ ჩვეულებრივ მოცმეულობაში ვალის მოცულობა 45 პროცენტს არ აღწევდეს, რათა ეკონომიკური კრიზისების პირობებში მანევრირების საშუალება გვქონდეს. ამ ეტაპზე მშპ-სთან მიმართებაში ვალი 43 პროცენტს არ აჭარბებს"- აღნიშნა კახა ბაინდურაშვილმა.
მინისტრის თქმით, ქვეყნის საგარეო ვალში ე.წ. კომერციული სესხი, მხოლოდ 10 პროცენტია, დანარჩენი კი ორმხრივი და მრავალმხრივი დონორებისგან მიღბეული გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხებია.
როგორც ბაინდურაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო სხვა ქვეყნებისგან განსახვებით, უფრო სწრაფად დაუბრუნდა ეკონომიკური განვითარების ზრდას, რაც 4,5-მილიარდიანმა დახმარებამ უზრუნველყო.