დეფიციტის გავლენა ინფლაციასთნ მიმართებაში 2011 წლის მონაცემებით არის ნეიტრალური. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა სამთავრობო დებატებზე პარლამენტში გამოსვლისას კახა ბაინდურაშვილმა.
მისი თქმით, 2011 წელს აღარ არის საერთო ხარჯების დასაფინანსებლად არსებული დეფიციტი.
"მასში ჩადებულია მხოლოდ მცირე ზომის პრივატიზებიდან შემოსულობები. წმინდა 200 მილიონი სახაზინო ვალდებულებები, რაც ფულის მასას ამცირებს. მინდა ამას ხაზი გავუსვა. უმეტესი ნაწილი გახლავთ სიანვესტიციო პროექტები, ანუ სწორედ ის პროექტები რომლებიც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობენ ეკონომიკის გრძელვადიან ზრდას. თუ წარომვიდგენთ, თქვენ ნახავთ რომ დონორების დაფინანსება გახლავთ 62 პროცენტი. 20 პროცენტი არის პრივატიზაცია, ნაშთის გამოყენება 11 პროცენტი, ხოლო სახაზინო ვალებულებები 6,5 პროცენტი",- განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მისივე თქით, აღსანიშნავია რომ სარეზერვო ფულზე დივიდენდის გავლენა ნეიტრალურია. "მიუხედავად არსებული დეფიციტისა რაც მისი სტრუქტურიდან გამომდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ თითონ ბიუჯეტი არ ზრდის სარეზერვო ფულის მასას ანუ დეფიციტის გავლენა ინფლაციასთნ მიმართებაში 2011 წლის მონაცემებით არის ნეიტრალური", - დასძენს ფინანსთა მინისტრი.