2011 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში პროგრამების რეალიზაციისათვის 1 მილიარდ 100 მილიონი რუბლი გადაირიცხება. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ სედოვმა გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2011 წლისათვის შემუშავებულია მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამების რეალიზების გეგმა, რომელთა შორისაც ყველაზე მასშტაბული სოფლიო მეურნეობის პროგრამის რეალიზება და მრეწველობის განვითარების მხარდაჭერაა", _ განაცხადა სედოვმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის 2011 წელს გათვალისწინებულია თანხა 600 მილიონი რუბლის ოდენობით, მრეწველობის განვითარებისათვის კი 250 მილიონი.
ამას გარდა, მისივე თქმით, საგზაო მშენებლობისათვის სპეციალური ტექნიკის შესაძენად და საცხოვბრებელ-კომუნალური მეურნეობისათვის იგეგმება 200 მილიონი რუბლის გამოყოფა.
"მიწის კადასტრის სახელმწიფო პროგრამის რეალიზებისთვს კი 50 მილიონი რუბლის გამოყოფა იგეგმება", _ აცხადებს სედოვი.