საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ლიბიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველო მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც კოალიციური ძალების მიერ ლიბიაში მოქმედებები დაიწყო. პრეზიდენტი იმედს, გამოთქვამს, რომ აღნიშნული ოპერაცია მალე დასრულდება და ლიბიელ ხალხს მშვიდობას მოუტანს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში კოალიცია (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია და კანადა) გაეროს 1973-ე რეზოლუციის საფუძველზე სამხედრო ოპერაციას ატარებს.