ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ 2011 წლის დაასაწყისიდან საქართველოსთან საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 65 ადამიანი.
მათივე ინფორმაციით, მხოლოდ 7 დან 21 მარტამდე დაკავებულია 13 ადამიანი.
"9 მათგანი საქართველოს მოქალაქეა, 3 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და 1 სამხრეთ ოსეთის მოქალაქე. მათგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 3 ადამიანს, სამხრეთ ოსეთიდან გაძევებულია 9 ადამიანი. საქართველოს 1 მოქალაქე დაპატიმრებულია და მის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება", _ იუწყება ოსური მედია.