ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ცხინვალი მალე მთელი კავკასიის სასულიერო ცენტრი გახდება. მათი ინფორმაციით, 4 დეკემბერს ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან წასული მომლოცველები ისრაელიდან ჩამოტანილ სიწმინდეებს ე. წ. ალანიის ეპარქიას გადასცემენ. მომლოცველები ისრაელში ოსური მხარის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. ელჩმა რუსეთში დიმიტრი მედიევმა გაუშვა და დააფინანსა.
"სინას მთიდან ჩამოტანილი სიწმინდეები და ასევე იქიდან ჩამოტანილი ღვთისმშობლის ხატი "შეუწველი მაყვალი" სამხრეთ ოსეთში დაივანებს. სიწმინდეები საშუალებას მისცემს სამხრეთ ოსეთს, გაამყაროს თავისი ავტორიტეტი. ამგვარი სიწმინდეები კავკასიაში არ არის არსად და ეს საშუალებას მისცემს სამხრეთ ოსეთს, კავკასიის სასულიერო ცენრტი გახდეს. მათ გამო ცხინვალს ჩრდილოეთი კავკასიიდან მომლოცველთა ნაკადები ჩამოვა", _ აცხადებს მომლოცველთა ერთ-ერთი წევრი ნიკოლაი კალიაკინი.