23 მარტს რუსეთის დუმა რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს - შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის დუმის აპარატში ადასტურებენ.
"აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, როგორც საზღვარგარეთის, ისე შიდა პასპორტების გამოყენებით, იმ შემთხვევაში თუკი ვიზიტის დროს 90 დღეს არ აღემატება", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ შეთანხმებით ასევე არის გათვალისწინებული განსაკუთრებული რეჟიმი აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონში მყოფი რუსული საოკუპაციო ძალების სამხედროებისთვის.