ვისოლ ჯგუფი სუპერმარკეტი „სმარტის" ქსელის გაფართოებას განაგრძობს და უახლოეს მომავალში მარნეულში ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
ქალაქის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული თანამედროვე სავაჭრო ცენტი 2500 კვადატულ მეტრს მოიცავს. მაღალტექნოლოგიურ სავაჭრო ცენტრში სუპერმარკეტი „სმარტის" და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების გარდა 150 მაყურებელზე გათვლილი კინოთეატრიც განთავსდება ორი დარბაზით.
ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო არჩევანი და ზომიერი ფასები სუპერმარკეტში, კომფორტული კაფე სრული მომსახურებით, ინტერნეტ (WIFI) ზონა, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, ბავშვთა კუთხე - ეს «ყველაფერი ერთ ადგილას" მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის.
აღნიშნული ობიექტის მშენებლობაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის მშენებლობაში ქართველებთან ერთად ვისოლ ჯგუფის უცხოელი კონსულტანტებიც იღებენ მონაწილეობას. პროექტი თანამედროვე სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. მოსახერხებელი პარკირების ზონა მომხმარებელს დაამტებით კომფორტს შეუქმნის.
თანამედროვე სავაჭრო ცენტრში 100-მდე ადამიანი დასაქმდება.
წლის ბოლომდე «სმარტის" სუპერმარკეტები ვაზისუბანში, კახეთის გზატკეცილზე და თბილისის ცენტრშიც გაიხსნება. ასევე მიმდინარეობს სუპერმარკეტების მშენებლობა ფოთში, წყნეთში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ყვარელში, სამტრედიასა და ზუგდიდშიც. სუპერმარკეტების ქსელის სვადასხვა ფორმატების იქნება. მომავალი სამი წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი «სმარტის" სუპერმარკეტების ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და 3000-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ვისოლ ჯგუფმა ახალი მიმართულების განვითარება 2010 წელს დაიწყო და „სმარტის" პირველი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ვისოლის ავტოგასამართ სადგურთან გახსნა.