დროებითი საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში დევნილთა კიდევ 18 ოჯახს გადაეცა. საკუთრების მოწმობები მათ დღეს თავად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა გადასცა.
სანდრო ეულის 5 ნომერში მდებარე 9-სართულიან კორპუსში მაცხოვრებელი დევნილები დღეიდან ბუნებრივი აირითაც ისარგებლებენ. იძულებით გადაადგილებული ერთ-ერთი მოსახლის ოჯახში პირველი გაზქურა სიმბოლურად თავად სუბელიანმა აანთო.
მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე დროებითი საცხოვრებელი ფართები კიდევ 26 ათასამდე ოჯახს დაუკანონდება.