აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" რიგით მეოთხე სამხედრო ქალაქი გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ოტობაიაში გახსნილი სამხედრო ქალაქი ყველაზე დიდია იმ სამდრო ქალაქებს შორის, რომლებიც აქამდე აფხაზეთში გაიხსნა.
სამხედრო ქალაქის საერთო ფართობი 5 ჰექტარია. აქ საცხოვრებელი კორპუსები და ბინებიც უფრო მრავლადაა, ვიდრე დანარჩენ ქალაქებში. საქალაქო კომპლექსი სრულადაა აღჭურვილი. აგებულია თანამედროვე საცხოვრებელი სახლები, სადაც შექმნილია ყველა პირობა რუს მესაზღვრეთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. კომპლექსში შედის დასასვენებელი ოთახები, სპორტული და სათამაშო მოედნები.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" პირველი სამხედრო ქალაქი 2010 წლის 9 დეკემბერს გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გაიხსნა. მეორე სამხედრო ქალაქი 2011 წლის 21 თებერვალს ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში დაარსდა. მესამე სამხედრო ქალაქი 2010 წლის 2 მარტს
სოხუმთან ახლოს, ახალ ათონში გაიხსნა.
სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ 16 ასეთი ქალაქის აშენებას გეგმავს.