ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი სეპარატისტულ აფხაზეთს შესაძლოა მიმდინარე წელს ესტუმროს. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ დღეს მოსკოვში გააკეთა.
"უგო ჩავესისგან მივიღეთ დაპირება და ველით მის ვიზიტს. მართალია, კონკრეტული ვადების დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ უგო ჩავესის ვიზიტი აფხაზეთში მიმდინარე წელს შედგება", _ განაცხადა შამბამ.
აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის დედაქალაქში, კერძოდ კი რეგიონული განვითარების სამინისტროში, რუსეთისა და სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც მოსკოვისა და სოხუმის თანამშრომობის საკითხებს ეძღვნებოდა.