მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე თვის ბოლო ე.წ. რუსულ-აფხაზური ორმხრივი კომისია შეიკრიბება, რომელიც "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციიის სამუშაოს საკითხებს განიხილავს".
კომისია მუშაობას 28 მარტს დაიწყებს და 1 აპრილს დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზურმა დელეგაციამ აღნიშნული სხდომისათვის სხვა და სხვა სახის დოკუმენტები მოამზადა, მათ შორის საარქივო მასალები და კარტოგრაფიული დოკუმენტაცია.
"საუბარი მიდის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის დემარკაციაზე", _ იუწყება აფხაზური მხარე.