რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა "საერთაშორისო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნიშნით დააჯილდოვა.
ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერგეი შამბას მისალოცი ბარათი გაუგზავნა და მას დაბადებიდან 60 წლისთავი მიულოცა.
"თქვენი მრავალწლიანი მოღვაწეობა როგორც სახელმწიფო მოღვაწისა და დიპლომატისა მთლიანად მიძღვნილია სამშობლოს კეთილდღეობის აღმშენებლობისა და მისი მომავლის შენებისაკენ. იუბილის აღნიშვნის დროს თქვენ ყველანაირი უფლება გაქვთ იამაყოთ თქვენს მიერ გავლილი გზით.
ეჭვი არ მეპარება, რომ წინ მნიშვნელოვანი წარმატებები და მიღწევებია. ჩვენ თქვენ გიცნობთ, როგორც რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის მომხრეს. მოხარული ვიქნები გავაგრძელო თქვენთან თანამშრომლობა, აქტიუალური მიმართულებებით, რომლებსაც თავად თქვენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ", _ ნათქვამია მისალოც დეპეშაში.
აღსანიშნავია, რომ სერგეი შამბას იუბილე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.