"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, საქართველო მოდერნიზებული საბჭოთა კავშირია.
"დასავლეთის მხრიდან ადექვატური რეაგირება გვჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას პრაქტიკულად ნეობოლშევიკები მართავენ და საქართველო მოდერნიზებული საბჭოთა კავშირია", - განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტები, ქართველი ხალხი საქართველოში შექმნილი ვითარების მოთმენას აღარ აპირებს.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, აუდრონიუს აჟუბალისისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა. მას მანანა ნაჭყებიას გარდა "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი და "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე ესწრებოდნენ.