აშშ-მ ლიბიის ხელისუფლებას ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები იუწყებიან. კერძოდ, საუბარია არაბული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მუსა კუსასა და მის კუთვნილ 16 კომპანიასთან ბიზნესის წარმოებაზე.
ამასთან, აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაყინავენ ყველა აქტივებს, რომლებსაც ამ ჩინოვნიკთან რაიმე შეხება აქვს. შავ სიაში შეყვანილ კომპანიებს შორის საბანკო და საინვესტიციო სექტორთა წარმომადგებლებიც არიან, ასევე, ეს შეზღუდვა ეხება საავიაციო და ნავთობმრეწველობასაც.