სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა 12 დან 26 მარტამდე მოსკოვში დაჰყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს და და აღნიშნავს, რომ შამბას მოსკოვში ყოფნა სამსახურეობრივ მივლინებასთანაა დაკავშირებული.
აფხაზური მედია ასევე აღნიშნავს, რომ სერგეი შამბას მივლინაში ყოფნის განმავლობაში მის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრემიერი ბესლან კუბრავა შეასრულებს.
უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში არ იმყოფება ლერგეი ბაღაფშიც, რომელიც შვებულებაშია გასული.