გალის რაიონის სოფელ საბეირიოდან რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის თამაზ ჯობავა გაიტაცეს.
ოკუპანტებმა ჯობავა ენგურის სანაპიროდან მაშინ აიყვანეს, როდესაც სოფლის მცხოვრები თევზაობიდა.
წუხელ გვიან ღამით ჯობავას ოჯახს გამოსასყიდის სახით 50 000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს, რისი საშუალებაც დატყვევებულის ოჯახს არ გააჩნია.