პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ქარელის რაიონში ჩავა, სადაც გამართავს შეხვედრას ქარელის რაიონის მოსახლეობასთან.
წერეთელი გაეცნობა რაიონში არსებულ პრობლემებს, მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას სოციალურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში მიმდინარე რეფორმებზე და იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ხელისუფლება აღნიშნულ სფეროებში ახორციელებს.