ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 წლის მამუკა როჭიკაშვილი თბილისში, წინასწარ შერჩეულ სხვადასხვა საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოქალაქეებს ხვდებოდა და დანის მუქარით მათ ყაჩაღურად ართმევდა ფულს და ძვირფასეულობას.
თბილისში მდებარე სხვადასხვა ლომბარდებიდან სამართალდამცავების მიერ ამოღებულია ნივთმტკიცებათა დიდი ნაწილი.
ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თითოეულ შემთხვევაზე 5-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.