ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლთა შერჩევის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 113 კონკურსანტიდან საშუალო კლასის ავტობუსებზე სულ 80 მძღოლი უნდა შეირჩეს, მსურველებს კი სამ ეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გავლა მოუწევთ.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტში" მძღოლების ვაკანტური ადგილების არსებობა ქალაქში ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებული მძღოლების დასაქმება როგორც მოქმედ, ასევე ახლად ამოქმედებულ სამარშრუტო ხაზებზე ეტაპობრივად მოხდება.