"თიბისი ბანკმა" ვიზა ბარათების ფესტივალის გამარჯვებულები დაასახელა. დღეს, ცნობილი გახდა იმ 2 იღბლიანი მომხმარებლის ვინაობაც, რომელთაგან პირველმა, სოფიო მესხმა უპრეცედენტო პრიზი - 1 000 000 სმარტ ქულა მიიღო, ხოლო მეორეს, ნინო ნებიერიძეს 2 კაციანი საგზური ,,ოცნების ქალაქში" გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ჩაატარეს თიბისი ბანკის მენეჯმენტის წევრებმა და VISA International-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც საგანგებოდ ამ დღისთვის ესტუმრნენ საქართველოს.
"უკვე 7 წელია თიბისიí ბანკი, ვიზასთან ერთად, წარმატებით ახორციელებს ვიზა ბარათების ფესტივალს. ჩვენ ვაძლევთ მომხმარებელს უნიკალურ შანსს, მიიღონ დამატებითი სარგებელი ვიზა ბარათებით სარგებლობისას და მოიგონ არაჩვეულებრივი პრიზები. წლევანდელი ფესტივალი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობებით და პრიზების მრავალფეროვნებით. ჩვენ გვინდა დავანახოთ მომხმარებელს, რომ თიბისი ბანკის ვიზა ბარათებით შენაძენის გაკეთება, არა მხოლოდ უსაფრთხო და მოსახერხებელი, არამედ, მომგებიანი საშუალებაა" - განაცხადა "თიბისი ბანკის" საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა.
"ვიზას მარკეტინგული კამპანიები საშუალებას აძლევს კლიენტ ბანკებს განამტკიცონ მომხმარებლის ნდობა და გაზარდონ ბარათების გამოყენება. ფესტივალის შედეგად, ვიზა ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების რიცხვი 37%-ით, ხოლო გადახდის მოცულობა 65%-ით გაიზარდა. ფესტივალის ფარგლებში თიბისი ბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებს უპრეცედენტო პრიზები შესთავაზა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვიზა ბარათი, სავაჭრო ობიექტებში თანხის გადახდის და კომუნალური გადასახადების დაფარვის საშუალებასთან ერთად, მათთვის რეალური სარგებლის მომტანია", განაცხადა ვიზას რეგიონალური მენეჯერმა დსთ-ს ქვეყნებში, სვეტლანა გეორბელიძემ.