საქართველომ აზია წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში გამართულ, აზია წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის 25-ე კონფერენციას სამასზე მეტი მონაწილე ჰყავდა. კონფერენციაზე საქართველოდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ კეკელია იყო მიწვეული. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ შეზღუდული ბუნებრივი რესურსების ეფექტურად და ინოვაციურად გამოყენების შესახებ ისაუბრა. წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე.
არჩილ კეკელიამ პირისპირ შეხვედრები გამართა თურქეთისა და წყნარი ოკეანის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. შეხვედრის თემა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ახალი პროექტები იყო. არჩილ კეკელიამ ინვესტორები ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით საქართველოში მოიწვია.
აღსანიშნავია, რომ კონფედერაცია მსოფლიოს 27 ქვეყნიდან 3 მილიონ კომპანიას აერთიანებს. CACCI-ის კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება. ამჯერად მას თურქეთმა უმასპინძლა. წლევანდელი კონფერენციის მიზანი თურქეთსა და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა იყო.