საგადასახადო კანონმდებლობის სწავლებისთვის თავის არიდებისათვის მეწარმე დაჯარიმდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომელიც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ აღნიშნა, კანონპროექტის თანახმად, მეწარმე რომელიც ტექნიკური ხასიათის შეცდომას დაუშვებს, მას ფულადი დაჯარიმების ნაცვლად საშემოსავლო სამსახური საგადასახადო კანონმდებლობის შესწავლას სთავაზობს.
კემულარიას თქმით, შეიქმნება ახალი მექანიზმი, სპეციალური კურსები, სადაც მეწარმეებს მოქმედი საკანონმდებლო აქტების შეასწავლიან და ისინი ვინც შეცდომებს ხშირად უშვებენ კანონმდებლობის არცოდნის გამო ვალდებულები იქნებიან აღნიშნული კურსები გაიარონ. თუმცა თუ კანონდამრღვევი პირი სასწავლო კურსის გავლას თავს აარიდებს, მას სანქციის აღნიშნული სახე ფულადი ჯარიმით შეეცვლება.