ბრიტანელი იურისტები, რომლებსაც ბელორუსიის ციხეებში მომხდარი წამების ასობით მტკიცებულება ხელში ჩაუვარდათ, სასამართლოს წინაშე ლუკაშენკოს წარდგენას აპირებენ.
ბრიტანული იურიდიული ფირმის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ლუკაშენკოს წინააღმდეგ კერძო ბრალდებების წარდგენას აპირებს, რაც უშიშროების ციხეებში სისტემატიური წამების შესახებ ბელორუს ოპოზიციონერთა ჩვენებას ეფუძნება.
ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ასობით აქტივისტი დაკითხეს, რომლებიც მინსკის ცენტრში 19 დეკემბერს 30 ათასიანი მიტინგის დროს დააკავეს.
19 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, მინსკში ოპოზიციის მასობრივი აქციების მსვლელობისას 600 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ჟურნალისტები და პრეზიდენტობის კანდიდატები.
ბელორუსიელმა და საერთაშორისო სამართალდამცველებმა 205 ადამიანი გამოკითხეს, რომელთაგან 148-მ მათზე ფიზიკური ზემოქმედების შესახებ აღიარა, მათგან 57-მა კი განაცხადა, რომ მათ ხელკეტებით სცემეს.
"ხშირ შემთხვევაში, უშიშროების სამსახურის ძალები სცემდნენ და ამცირებდნენ ადამიანებს, მათ საჭმლის, წყლისა და სველი წერტილების გარეშე რამდენიმე საათის განმავლობაში გაყინულ შენობაში ამყოფებდნენ. ეს სამართალწარმოების პრინციპებს არღვევს და, უბრალოდ, ადამიანების დამცირებაა", _ აცხადებს "Human Rights Watch"- ის წარმომადგენელი.
ერთ-ერთმა დაკავებულმა, 19 წლის გოგონამ აღიარა, თუ როგორ სცემდა მას სამი მილიციონერი, როცა მან ადვოკატი მოითხოვა და დაკავების დოკუმენტზე ხელი არ მოაწერა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში, ეს ბრალდება ლუკაშენკოსა და მისი მომხრეების დაპატიმრებას გამოიწვევს.