მსახიობმა გვინეტ პელტროუმ ხელშეკრულება გააფორმა ხმისჩამწერ სტუდია " Atlantic Records"-სთან მუსიკალური ალბომის გამოსაშვებად.
კონტრაქტის ფასი 900 ათას დოლარია, მსახიობის სადებიუტო ალბომი "ქანთრის" სტილში ჩაიწერება და სავარაუდოდ 2011 წლის ბოლოს გამოვა.
პელტროუმ პირველად იმღერა ფილმში "დუერი", 2000 წელს. წინა წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "სიყვარული არ მიღალატებს", რომელშიც მსახიობი თამაშობს პოპულარობა დაკარგული "ქანთრის" მომღერალი კელი კანტერის როლს. ამ ფილმში გვინეტ პელტროუმ დამოუკიდბლად შეასრულა ყველა ვოკალური ნომერი. სიმღერა "Coming Home" მისი შესრულებით ამ ფილმთან ერთად წარდგა "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე.
შემდგომში პელტროუ გამოვიდა "ოსკარის" დაჯილდოებაზე და Country Music Awards -ზე, ასევე "გრემზე", სადაც დუეტში იმღერა რეპერ სილოს გრინთან ერთად ჰიტი "დაგივიწყებ" . ეს ნაწარმოები არცთუ ისე დიდი ხნის წინ შეასრულა ცნობილ მუსიკალურ სერიალში "Лузеры".
მომავალ ალბომზე საუბრისას პელტროუმ აღნიშნა, რომ ის იმღერებს დუეტს Jay-Z -სთან, რომელსაც ასევე კონტრაქტი აქვს Atlantic Records - თან მაგრამ არ აცხადებს, ჩაწერს თუ არა სიმღერას თავის ქმართან, ჯგუფ Coldplay-ის სოლისტთან კრის მარტინთან.