რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბერნში მიმდინარე მოლაპარაკებები ქართული მხარისგან უკიდურეს პრაგმატიზმს მოითხოვს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" ლეობორისტების საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განუცხადა.
„საქართველომ უნდა და გაიაროს უკიდურეს პრაგმანტიზმზე. აშშ-მა პრაქტიკულად პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა რუსეთის ფედერაციის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „ვმო არის ის ბერკეტი, რომელმაც ბრძნული გონის შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს, საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და წარმატების საკითხი", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კირთაძემ და აღნიშნა, რომ ვმო არის ის ბერკეტი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ბრძნული გონის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და წარმატების საკითხი
"ქართულმა მხარემ არ უნდა დაიწყოს იწილო-ბიწილო საკითხები. ვმო ვერ გადაწყვეტს ჩვენს სახელმწიფოებრივ მთლიანობას. იგი ვერ გადაწყვეტს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მაგრამ ვმო არის ის ბერკეტი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ბრძნული გონის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და წარმატების საკითხი. საქართველოს დაბრუნება რუსეთის ბაზრებზე, საქართველოს დაბრუნება რუსეთის ეკონომიკურ კავშირებთან და საქართველოს და მისი სოფლის მეურნეობის შემდგომი გაძლიერებისაკენ წინსვლა", _ განმარტა კირძაძემ.
კირთაძაძე მიიჩნევს, რომ საკითხის ასე გადაწყვეტა, პოზიტიური იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის.
„განა ეს ცოტაა ჩვენი გლეხისთვის, რომელსაც გლეხის ფუნქცია ერთმევა და არ იცის ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული პროდუქცია სად წაიღოს და განავითაროს მისი ფერმერული მეურნეობა? ცოტაა, ვიფიქროთ საქართველოს ძლიერების ხერხემალზე და მის განვითარებაზე? და თუ ქართულ მხარეს ეყო ამისი სიბრძნე, გონიერება და პრინციპულობა, მაშინ მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა. სწორედ ამ საკითხებზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვნად დააწინაურებს საქართველოს და განავითარებს მის ეკონომიკას", - აცხადებს ნესტან კირთაძე და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც რუსეთს აშშ-სგან აქვს მიღებული გარანტიები ვმო-ში მისი გაწევრიანების თაობაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ბერნის პროცესი პრაგმატულ ურთიერთობებში უნდა დაიწყოს და დასრულდეს.
„წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ფუჭია ყველა სხვა მცდელობები და უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ აშშ პრაქტიკული გარანტორია რუსეთის ფედერაციისათვის ვმო-ში მისი გაწევრიანებისა და ამ შეხედულების გადასინჯვას ბარაკ ობამას ადმინისტრაცია არ აპირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად პრაგმატულ ურთიერთობებში დაიწყოს და დაასრულოს ბერნის პროცესი. მთავარი ის კი არ არის რას ფიქრობენ ახლა სხვები, არამედ ის, თუ რას ფიქრობს ქართული მხარე და თუ ამ მიმართულებით წავა, მას დიდი პოზირება და დიდი ბოდიშების მოხდა თავისი ხალხის წინაშე არ მოუხდება. ხალხი მიიღებს მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებას", _ განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ.