ხვალ, 10 მარტს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაურში არსებულ რესტორან "ანანურის" საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრა მიზნად ისახვას რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების გაცნობას და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, მათ მიერ მომზადებული მიზნობრივი პროექტების პრეზენტაციების მოწყობას.
შეხვედრას დაესწრებიან სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.