"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ნებისმიერი მოლაპარაკებაზე, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებს რუსეთთან, რუსეთი გაცილებით დიდ სარგებელს ნახავს ვიდრე საქართველო.
მისი თქმით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წამოწყებულ მოლაპარაკებებზე, საქართველო იმ მოთხოვნების 50%-საც ვერ დაიკმაყოფილებს, რომელიც აქვს,
"ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ ძალიან დიდი სარგებელის ნახვა შეგვეძლო რამდენიმე წლის წინ, თუმცა სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის გამო ჩვენ ეს შანსი დავკარგეთ. რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ მეეჭვება, რომ შევძლოთ იმის მიღწევა რაც გვსურს. პირველ რიგში ეს არის საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანა და რუსეთის მხრიდან იმის აღიარება, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა. მინდა გითხრათ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ მოლაპარაკებაზე რუსეთი გაცილებით დიდ სარგებელს ნახავს ვიდრე საქართველო. ასე იქნება ახლაც, მაგრამ შესაძლოა ხელისუფლებამ ისე გააპიაროს ეს მოლაპარაკება, რომ მათ დიდ შედეგებს მიაღწიეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
დღეს, 9 მარტს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებზე თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები იწყება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ, განაცხადა, რომ წინადადება რუსეთის მხრიდან "წამოვიდა".