"ენვერის" სახელით ცნობილი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ერთ-ერთი პირი - ოთარ როგავა საპატიმროში გარდაიცვალა.
სამოქალაქო მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ინფორმაციით, გარდაცვლილი 6 მარტს ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს, თუმცა პატიმრის დაღუპვის მიზეზი უცნობია.
"მივმართავთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს ბატონ დავით ჭაკუას, რათა უსწრაფესად მოგვაწოდონ ჩვენც და საზოგადოებასაც ინფორმაცია, თუ სად (რომელ საპყრობილეში ), როდის და რა მიზეზით გარდაიცვალა მსჯავრდებული ოთარ როგავა. უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დადგინდეს ყველა საეჭვო გარემოება", - ნათქვამია ეკა ბესელიას მოძრაობის განცხადებაში.
ოთარ როგავა ტერაქტების მოწყობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შორის ერთ-ერთი იყო.