ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო დაკავების ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ომიდ ისმაელზადენ საუჯეანმა სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.