სამართალდამცველებმა მძარცველთა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის 5 წევრი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი გოჩა ჭეიშვილის, ზაურ სიხარულიძის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მანუჩარ სამხარაძის, შოთა კომლაძისა და წარსულში ნასამართლევი ლევან მექვაბიშვილის დაკავებისას, ბრალდებულების ავტომანქანაში სანადირო თოფი, ცეცხლსაროლი იარაღი და სხვადასხვა სახის ხელსაწყოები აღმოჩნდა, რისი მეშვეობითაც აღნიშნული პირები ძარცვავდნენ თბილისში არსებულ ლომბარდებს და სავალუტო ჯიხურებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177 მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები