საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას საპენსიო რეფორმის მომზადება დაავალა.
ამის შესახებ, დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"პრეზიდენტმა საპენსიო რეფორმის მომზადების თაობაზე დავალება გასცა და საქართველოს მთვრობას დაევალა უახლესი რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოადგინოს შესაბამის წინადადებები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მანჯალაძემ.
შეგახსნებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავში პენსიონერებს შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან საქართველოში საბაზისო პენსია 100 ლარამდე გაიზრდება.