ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოების დროს ბულდოზერის მძღოლი გარდაიცვალა. ინფრმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაცია სამმართველოს პრესსამსახურის უფროსი იულია სტარჩენკო ავრცელებს.
მისი თქმით, ინცდენტი ეშმაკის ხიდის ახლოს მოხდა. "ზვავსაწინააღმდეგო საბჯენის აგების დროს მის თავზე კლდე ჩამოიშალა. მძროლის ცხედარი უკვე ნაპოვნია. მაშველები პროკურატურის წარმომადგენლების მისვლას ელოდებიან", _ აცხადებს სტარჩენკო.
შეგახსენებთ, რომ ზვავსაშიშრობის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი ორშაბათიდან დაკეტილია.