ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის რამზან კადიროვის მტკიცებით, ჩეჩნეთის საზღვართან 60-მდე ადამიანი იმყოფება, რომლებიც ან უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრები არიან ან მათთან დაკავშირებული პირები.
"შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ყველა ცოცხალი არ არის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე საზღვრებს გარეთაც იყოს გასული", - აღნიშნა კადიროვმა უცხოელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
"ათასობით შეიარაღებული ადამიანი, მსოფლიოში ცნობილი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერები: ხატაბი, ბასაევი და სხვები დამარცხებულები არიან. ჩვენ ყველა ისინი დავამარცხეთ და და ტერორიზმზე გავიმარჯვეთ", - აღნიშნა კადიროვმა და აქვე დასძინა, რომ ისინი "ვირთხა დოკუ უმაროვსაც ეძებენ და მალე იპოვიან".
ამასთან მისივე თქმით, ზოგიერთი დასავლური ქვეყანა სიტყვიერად გმობს ტერორიზმს, მაგრამ ცნობილ ტერორისტებს თავშესაფარს აძლევს.