8 მარტს, 12:00 საათზე, გორის სკოლის მანდატურები აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ჯიმშერ ტოროშელიძის მეუღლეს ნათელა გოგიძეს 8 მარტს მიულოცავენ და საჩუქრებს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, მანდატურები გორში მცხოვრები, აგვისტოს ომში დაღუპული კიდევ 14 ჯარისკაცის ოჯახებს მოინახულებენ, მათ მეუღლეებს ქალთა დღეს მიულოცავენ და საჩუქრად საკვებ პროდუქტებსა და ტკბილეულობას გადასცემენ.