ხვალ, 8 მარტს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ცნობილი მოცეკვავის ომარ მხეიძის ვარსკვლვი გაიხსნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ფილარმონიაში ანსამბლ "სუხიშვილების", "ერისიონისა" და "რუსთავის" მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
კონცერტში ქართული ესტრადის შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ომარ მხეიძე 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლში მოღვაწეობდა. ყველაზე გამორჩეული კი მისი მოღვაწეობა ანსამბლ "სუხიშვილებში" იყო.