9 მარტს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს ელოდებიან. ფინანსთა მინისტრი საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს გააცნობს.
საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები 14 მარტის ჩათვლით გაიმართება, რის შემდეგაც პარლამენტი ბიუჯეტის კანონპროექტს დაამტკიცებს.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს რეორგანიზაციის გამო ხორცილდება.
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხის პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ დაზუსტდება.