"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ, ქუჩა და საპროტესტო აქციები ქვეყანას სიკეთემდე არ მიიყვანს.
"ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად ერთი გზა არსებობს იმისთვის, რასაც სახელმწიფოებრიობა ჰქვია და ეს არის არჩევნები. დანარჩენი ყველა გზა მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუკი ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებაზე შეთანხმება ვერ შედგა, მაშინ ჩვენც ამ გზას მივუყვებით. ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილების, ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის არის არჩევნების შეცვლა. აქციები თავისთავად არც თვითმიზანია და არც პოლიტიკურ ბრძოლაში გამოსარიცხი ინსტრუმენტი, მაგრამ უნდა მოეწყოს იმისთვის, რომ ხელისუფლების რომელიმე პოლტიკურ ნაბიჯს არ ეთანხმები და არა ამბოხებისა და მისი დამხობისთვის", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს" ალასანიამ "
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია ოპოზიციური ე.წ. რვიანის შეთავაზებულ წინადადებებზე "პასუხების გაცემას" 9 მარტიდან დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები