თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს 1990 წელს დაბადებული დავით მაისურაძე, რომელმაც უკანონო გზით დაადგინა ტოტალიზატორ ,,ეუროპე-ბეტ"-ის ვებ-გვერდის ერთ-ერთი მომხმარებლის პაროლი. ამ გზით მაისურაძემ დანაშაულებრივად მიითვისა 3 340 ლარი.
ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1990 წელს .დაბადებული. გიორგი გაფრინდაშვილი.
დაკავებულებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 285-ე, 180-ე და 376-ე მუხლებით.