"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერ დავით უსუფაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებზე ჩამოყალიბება უჭირს.
"ხელისუფლება არის გაოგნებული, შეშინებული, რადგან იმდენად არგუმენტირებული და დასაბუთებელი წინადადებები შევთავაზეთ, უჭირს პასუხის გაცემა და ჩამოყალიბება", - განუცხადა უსუფაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე შეფასებით, ე.წ. პოლიტიკური რვიანსა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარებები ერთგვარად "ნერვების ომსაც" წარმოადგენს, რასაც ოპოზიციამ "წარმატებით უნდა გაუძლოს".
"ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას. ჩვენ ვართ ნერვების ომში. ხელისუფლებას ძალიან უნდა, რომ გავბრაზდეთ და ავდგეთ მაგიდიდან, რადგან შემდეგ თქვას, რომ აღარავინ დარჩა, ვისაც დაელაპარაკება. ფაქტია, რომ ხელისუფლებას ეშინია დათმობების და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მანიშნებელი მისი სისუსტის, რაც უნდა გამოვიყენოთ", - განმარტა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია ოპოზიციური ე.წ. რვიანის შეთავაზებულ წინადადებებზე "პასუხების გაცემას" 9 მარტიდან დაიწყებს.