ალა პუგაჩოვა თანამედროვე რუსი ქალის მთავარ სიმბოლოდ რჩება. ასე ფიქრობს რუსეთში გამოკითხულთა 16%.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის სპეციალისტთა მონაცემებით, მამაკაცები ალა პუგაჩოვას ქვეყნის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევენ. პირველ ხუთეულში, ასევე, შედიან პეტერბურგის გუბერნატორი ვალენტინა მატვიენკო, კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა, მომღერალი სოფია როტარუ.
რეიტინგის პირველ ათეულში ასევე შევიდნენ პოლიტიკოსი ირინა ხაკამადა, კომპოზიტორი ალექსანდრა პახმუტოვა, მომღერლები ნადეჟდა ბაბკინა და ვალერია, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი.
ამასთან, რუსი მამაკაცები რუსი ქალის მთავარ სიმბოლოდ თავიანთ უახლოეს ქალბატონებს - დედას, მეუღლეს ან ქალიშვილს მიიჩნევენ..