8 მარტს ცნობილ ქართველ მოცეკვავეს ომარ მხეიძეს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავს გაუხსნიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ვარსკვლავის გახსნის ინიციატორმა დავით ოქიტაშვილმა აღნიშნა, ომარ მხეიძე ლეგენდარული მოცეკვავეა, რომელმაც რეკორდი მოხსნა, რადგან 48 წლის იყო, როცა სცენა დატოვა.
დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, ვარსკვლავის გახსნის დღეს ომარ მხეიძე ერთ-ერთ ანსამბლთან ერთად ცეკვა "მთიულურს" შეასრულებს.
მოცეკვავის საპატივსაცემოდ, ფილარმონიაში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები "სუხიშვილები", "ერისიონი" და "რუსთავი", ქართული ესტრადის შემსრულებლები.
შეგახსენებთ, ომარ მხეიძე "სუხიშვილების" ანსამბლში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა. მოგვიანებით, მან სხვადასხვა ანსამბლში განაგრძო მუშაობა.